საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15.02.2023 01:25

საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. გელათის საკათედრო ტაძარში კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. დღევანდელი პოზიციათა სხვაობა კი 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას უკავშირდება. „ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. საჭიროა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივი რესტავრატორების ჯგუფთან. თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს“, – ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#ლიზასთან საპატრიარქო გუნდი \"ქრისტე აღსდგა\" გელათის სკოლა
01:10

#ლიზასთან საპატრიარქო გუნდი "ქრისტე აღსდგა" გელათის სკოლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს
01:18

გელათის სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

TV IMEDI

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხს სათავეში საქართველოს საპატრიარქო ჩაუდგება
03:02

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხს სათავეში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი -კახაბერ ტრაპაიძე
12:33

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის საავტორ...

TV religia

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია განახლებულ ისტორიულ შენობას დაუბრუნდა
13:05

გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია განახლებულ ისტორიულ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებით უცხოელი მეცნიერები იმყოფებოდნენ
02:28

გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებით უცხოე...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გელათის სამონასტრო კომპლექსში უსაფრთხო ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
03:35

გელათის სამონასტრო კომპლექსში უსაფრთხო ხარაჩოს მოწყობის სამუ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გელათის სასულიერო სემინარია–აკადემიაში წმინდა მეფე თამარისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
04:17

გელათის სასულიერო სემინარია–აკადემიაში წმინდა მეფე თამარისად...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ყველა ვიდეო