აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ. აჭარის მაუწყებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მოსამზადებელი სხდომა უკვე გაიმართა.  მოსარჩელე მხარე ქარტიას ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ საუბარია 2020 წლის მონიტორინგის შედეგზე, რომლიც ქარტიის ვებგვერდზე განთავსდა.

მაუწყებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ  მონიტორინგში ფაქტები არასწორად იყო ასახული, რამაც მაუწყებლის რეპუტაცია შელახა. მაუწყებელი მორალური ზიანის ანაზღაურებას კომპენსაციით - სიმბოლურად ერთი ლარით ითხოვს და ასევე ითხოვს ქარტიის მხრიდან ფაქტების უარყოფას. სარჩელს არ ეთანხმება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც თვლის, რომ მაუწყებელში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და ფაქტები რომელიც მათ მონიტორინგში ასახეს, ობიექტურია და სიმართლეს შეესაბამება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან