ბათუმის თოჯინების თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელი
ბათუმის თოჯინების თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასამართლოში უჩივის და ერთი თვის წინ გამართული დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგებს აპროტესტებს. ჩხაიძის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონკურსი დარღვევებით ჩატარდა და ამასთან ადგილი ჰქონდა გიორგი ჩხაიძის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, ვინაიდან ჩხაიძის შეცვლის გადაწყვეტილება სამინისტრომ გაცილებით ადრე მიიღო, მაშინ, როცა ჩხაიძემ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი სტატუსი გამოაქვეყნა და პრემიერ-მინისტრის პოზიციას გაემიჯნა. გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პირდაპირ განუცხადა, რომ ის უნდა წასულიყო თანამდებობიდან და მას ირაკლი კიკვაძე ჩაანაცვლებდა, რომელიც კონკურსის მერე მართლაც გამარჯვებულად გამოცხადდა. „მინისტრმა გაცილებით ადრე მითხრა, რომ ირაკლი კიკვაძის დანიშვნა იყო გადაწყვეტილი, ჩვენს მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როცა ჩემი სტატუსის შემდეგ არცერთ ღონისძიებაზე აღარ გვიწევდა სამინისტრო. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და დღესაც გავიმეორებ, რომ მე ვარ გიორგი საქართველოდან და ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას,“ - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ. ისფედი სასამართლოში კონკურსის შედეგების გაუქმებას და მის ხელახალ გამართვას მოითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორად თემურ მახარაძე დასახელდ...
TV 25
ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლ "წითელქუდას" პრემიერა
Ajara TV
ბათუმის თოჯინების თეატრის ახალი სეზონი - ART_ექსპერტი 13.09....
Ajara TV
ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
art-ექსპერტი-როგორია პანდემიის პირობებში, ბათუმში მოღვაწე მუ...
Ajara TV
კულტურის მინისტრის ვიზიტი აჭარაში
culturegovge culturegovge
ბათუმის თოჯინების თეატრი
nana kvachadze
ბათუმის თოჯინების თეატრი გასტროლებზე გაემგზავრა
TV 25