საკრებულოს წევრი ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფის შექმნას ითხოვს

07.12.2018 03:17

16:11 / 07.12.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფრაქცია „კონსერვატორებიდან“ კონსტანტინე კაკავამ მერიის ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით საკრებულოს მიმართა. მისი თქმით, გაერთიანების შემდეგ ააიპ-ების საქმიანობა არაეფექტრური გახდა როგორც შედეგის, ასევე, ხარჯების თვალსაზრისით. „მე გთავაზოთ, რომ დროებით სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც შეისწავლის ააიპ-ების საქმიანობიას და გაერთიანების შემდეგ შექმნილი ვითარებას. ფაქტია, რომ არ მოგვცა ეფექტი, რომელსაც მოველოდით და უფრო გართულდა სიტუაცია. უმთავრესი მიზანი, რაც იყო - ნაკლები საბიუჯეტო ხარჯები და მეტი ეფექტურობა - ვერ შესრულდა. არ შეიძლება, რომ დაფინანსების 95% მიდიოდეს ხელფასებზე და 5% ააიპ-ის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებაზე, ამიტომ ლეგიტიმურად ჩნდება კითხვები“, - აღნიშნა კაკავამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: