შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან

06.07.2022 01:32

საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის თანამშრომლობა იყო განხილვის თემა პრემიერსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე. დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ევროსასამართლოში საქართველოს შესახებ 130-მდე საჩივარი განიხილეს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ათი წლის წინ ევროსასამართლოში საჩივრების რაოდენობა 3 000–4 000 იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, რაც წარმატებული რეფორმების შედეგია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან
00:31

შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან
00:55

შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთა...

Irakli Garibashvili

პრემიერის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან
07:04

პრემიერის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის რეკომენდაციები - პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
03:45

ევროკომისიის რეკომენდაციები - პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქარველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში
00:36

საქარველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იოჰანეს ჰანის შეხვედრა პრეზიდენტთან
00:27

იოჰანეს ჰანის შეხვედრა პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან
05:50

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღის სამიტზე
02:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღის სამიტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო