პრემიერის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან


ახალი გზავნილი 19 აპრილის შეთანხმების ავტორისგან - ერთი თვის შემდეგ შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. არაფორმალური აუდიენციის დროს განხილვის მთავარი თემა, ბუნებრივია, ხუთი თვის ხელმოწერილი ხუთპუნქტიანი დოკუმენტი იყო, საიდანაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ ცალმხრივად გავიდა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე აქცენტი იკითხება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ამ კონტექსტში ბრიუსელიდან მისაღებ მორიგ ფინანსურ დახმარებაზეც მიანიშნებს. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუქმებაზე - მიშელის მორიგმა გზავნილმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში 19 აპრილის შეთანხმების გარშემო ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა.

დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, მმართველი გუნდი ყველა რეფორმის ბოლომდე მიყვანის პირობას დებს, პასუხად ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან