სასწრაფო დახმარების სამსახურს ორი ახალი მანქანა გადაეცა


თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ორი ახალი მანქანა გადაეცა. სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის, თომა გორდეზიანის თქმით, მათი კუთვნილი სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანები საკმაოდ მოძველებული იყო, რაც მოსახლეობის მომსახურების ხარისხზე აისახებოდა.
ამ ეტაპზე თელავის რაიონს 5 სამედიცინო ბრიგადა ემსახურება, ოთხი თელავში, ერთი კი სოფელ ნაფარეულშია განთავსებული.
გორდეზიანი აღნიშნავს, რომ 2015 წლისთვის სამსახურს რამდენიმე ახალი მანქანა კიდევ შეემატება. სასწარაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება კი კვლავ უფასო დარჩება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13mNhNZ

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან