მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს

19.05.2021 01:41

მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად, აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი იმყოფებოდა, რომელიც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა. ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასევე, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. აღნიშნულ ლოკაციებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეტყობინებებზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა მოახდინა. ომალოს მიმართულებით, მეხანძრე-მაშველები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ. მეხანძრე-მაშველების მიერ ორივე მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმები შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული ტურისტი ომალოდან თბილისში გადაიყვანეს
01:03

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებუ...

Emergency Management Service

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მაშველებმა უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს
00:20

მაშველებმა უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაშველებმა ომალოში ამერიკის სამი მოქალაქე გადაარჩინეს
00:55

მაშველებმა ომალოში ამერიკის სამი მოქალაქე გადაარჩინეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაშველებმა ლენტეხში მამაკაცი გადაარჩინეს
00:45

მაშველებმა ლენტეხში მამაკაცი გადაარჩინეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე გადაარჩინეს
00:44

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე გადაარჩინეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს
01:13

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს

MULTIMEDIA GE

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
01:23

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვ...

Maestro Television

ყველა ვიდეო