მე არ ვისწორებ არც საყელოს და არც სახელოს,
მე არ ვშლი ქოლგას, წვიმას რომ არ გაუსკდეს გული.
ვიქნები ასე უპირსახო და უსახელო,
ქალაქის მტვერი, ანამც ღრუბლის პატარა ქულა.
არ მინდა მთვარე, მზეც კი არ ღირს ჩვენს შორის დავად,
ყველა მიგნება დღეს უბრალოდ სენტიმენტია,
და რა თქმა უნდა, და ცხადია, და თავისთავად,
შენ ჯერ შენად და შენ ჯერ ხალხი ჩემზე მეტია...
მოშორდი ქარებს, დაგავონ ქუჩა
და ჩვენი ფეხის ანაბეჭდები...
შენ სიგიჟეებს ბოლო არ უჩანს,
მეტყვი და წამით არ დაეჭვდები.
რა უნდა თმაში შალის გვირილებს?
ან ფერად ფანქრებს რა უნდათ თმაში?
ხომ შეუძლიათ მზეებს ყვირილი
თუ იმსხვრევიან სხვა ზღვაში მაშინ...
ცამ მოიწმინდა სისხლი და შხამი,
სალაპარაკოდ ძალას თუ იკრებს,
რომ ვიღაც დადის ბაღებში ღამით,
და მზის გულებად გვირილებს გვიკრეფს.
http://temurkikava.wordpress.com/cate...