ოთარ ჭილაძე — ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ, შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც. გადიან წლები და ფიქრით დაღლილს გადაუხდელი მრჩება ვალები და მეკარგება მშობლების სახლი - აუტანელი და საყვარელი. მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე, ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე, ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი ამდენი ცდის და წვალების მერე. ალბათ ასეა ცხოვრების წესი, მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე, და ამ სიმართლით ივსება ლექსიც, რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე. მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი და გადმოჰფინოს თეთრი აფრები და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი. მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი, ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს, და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. http://temurkikava.wordpress.com/cate...
მსგავსი ვიდეოები
ოთარ ჭილაძე - ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
Georgian Poetry
#88 ოთარ ჭილაძე - ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს. კითხულობს "რო...
ციფრული პოეზია
გოგი ხარაბაძე 75 - ოთარ ჭილაძე - ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
Gogi Kharabadze
ოთარ ჭილაძე — გამოთხოვება
Temur Kikava
ოთარ ჭილაძე -- გამოთხოვება
jorji jorjiani
Ramoxda tuki vegar shevxvdebit/რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდები...
Datuna Kurashvili
ნოე - რაც დასახარჯი არსებობს [ქართველი] /// Noe - rac dasaxa...
KARTVELI
ოთარ ჭილაძე - ,,და აი, როგორც სველი ძაღლები" | #სხვაპოეზია
Shalva Berianidze