ტერენტი გრანელი — ფარული ვედრება
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან, სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს. პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა, ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს. გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით. ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება, თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან. ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება, წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი. ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება, მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი. მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს, ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია. ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს, შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ... http://temurkikava.wordpress.com/cate...
მსგავსი ვიდეოები
ტერენტი გრანელი — ზამთრის ბარელიეფი
Temur Kikava
ტერენტი გრანელი.
G!2G1
ტერენტი გრანელი
მართლმადიდებლური ვიდეოები
ტერენტი გრანელი — Memento Mori
Temur Kikava
გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე ft. Rammstein - Mein herz brenn...
Elene Kardava
ტერენტი გრანელი - „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერენტი გრანელი -,,ძველი ფიქრები ისევ დგებიან" | #სხვაპოეზია
Shalva Berianidze
ტერენტი გრანელი-,,ელავს ზეცა" / #სხვაპოეზია
Shalva Berianidze