ტერენტი გრანელი — Memento Mori
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი – ეს „MEMENTO MORI“-ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი – ეს „MEMENTO MORI“-ა… http://temurkikava.wordpress.com/cate...
მსგავსი ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილი: ტერენტი გრანელი – Memento mori
რადიო თავისუფლება
ტერენტი გრანელი - მემენტო მორი //GeorGian Eye//
GeorGian Eye
ტერენტი გრანელი რადიოგადაცემა სრული
Doors
ტერენტი გრანელი • სადღაც სდუმს მთები
გაგლო • Gaglo
ტერენტი გრანელი • გაზაფხულის საღამოა მშვიდი | Terenti Granel...
გაგლო • Gaglo
მამა პეტრე კვარაცხელიას ლაივი ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და...
ჩემი ცხოვრება
გაგლო იმედის დილაში
გაგლო • Gaglo
ტერენტი გრანელი.
G!2G1