თემურ ელიავა — გვირილები
მე არ ვისწორებ არც საყელოს და არც სახელოს, მე არ ვშლი ქოლგას, წვიმას რომ არ გაუსკდეს გული. ვიქნები ასე უპირსახო და უსახელო, ქალაქის მტვერი, ანამც ღრუბლის პატარა ქულა. არ მინდა მთვარე, მზეც კი არ ღირს ჩვენს შორის დავად, ყველა მიგნება დღეს უბრალოდ სენტიმენტია, და რა თქმა უნდა, და ცხადია, და თავისთავად, შენ ჯერ შენად და შენ ჯერ ხალხი ჩემზე მეტია... მოშორდი ქარებს, დაგავონ ქუჩა და ჩვენი ფეხის ანაბეჭდები... შენ სიგიჟეებს ბოლო არ უჩანს, მეტყვი და წამით არ დაეჭვდები. რა უნდა თმაში შალის გვირილებს? ან ფერად ფანქრებს რა უნდათ თმაში? ხომ შეუძლიათ მზეებს ყვირილი თუ იმსხვრევიან სხვა ზღვაში მაშინ... ცამ მოიწმინდა სისხლი და შხამი, სალაპარაკოდ ძალას თუ იკრებს, რომ ვიღაც დადის ბაღებში ღამით, და მზის გულებად გვირილებს გვიკრეფს. http://temurkikava.wordpress.com/cate...
მსგავსი ვიდეოები
თემურ ელიავა - ჩვენ უკეთ ვიცით
პოეზია / Poetry
მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ ! [ მარიამ მესხორაძე ]
პოეზია / Poetry
მურმან ლებანიძე - გვიან გავიღვიძეთ
პოეზია / Poetry
ერეკლე დისაძე - პროგრესული ახალგაზრდა
პოეზია / Poetry
ტარიელ ჭანტურია - სიყვარულის ახსნა
პოეზია / Poetry
ტარიელ ხარხელაური - მანძილი შენამდე დიდია
პოეზია / Poetry
34
ქალაქის მტვერში ვარდები დავკრძალე
Vamekh Basharuli