სასამართლო სისტემის რეფორმა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციის გარშემო მმართველი გუნდი ოპონენტების და მესამე სექტორის წინადადებებს ისმენს. საუბარია მესამე პუნქტზე, ანუ სასამართლო სფეროს რეფორმირებაზე, რომელიც ბოლო წლებია ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის სამიზნეა. პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს იმ წინადადებების განსახილველად შეიკრიბა, რომლებსაც ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები სთავაზობენ. ძირითადი აქცენტი მოსამართლეების არჩევის წესზე და იუსტიციის საბჭოში ძირეული ცვლილებების გატარებაზე კეთდება. თუმცა, „ქართული ოცნება“ მთავარ პრეტენზიას, ანუ ე.წ. კლანთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ იღებს და ოპონენტების მიერ ინიცირებული ცვლილებების გათვალისწინებას კონკრეტული პირობებით და მიდგომებით აპირებს. პროცესში ჩართული მხარეები არ მალავენ, რომ სასამართლო რეფორმირების მიზნით შექმნილ ჯგუფში ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა ყველაზე მეტად უჭირთ. გიორგი კობერიძე ადევნებდა თვალს სამუშაო ჯგუფის დღევანდელ დისკუსიას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საარჩევნო სისტემის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster