მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ


ჰააგის სასამართლოში მიმდინარე ძიება წინასაარჩევნო დღის წესრიგშია.

ყოფილი მმართველი პარტიის ბრალდებებს „ქართული ოცნება“ კონტრბრალდებებით პასუხობს. ხელისუფლება ოპონენტებს ჯარის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით აგვისტოს ომის მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს ჰააგაში გასამართლება ემუქრებათ. მწვავე კრიტიკის და განმარტებების მიუხედავად, ყოფილი მმართველი გუნდი იუსტიციის მინისტრის სამი დღის წინანდელ განცხადებას საფრთხისშემცველად მიიჩნევს და ხელისუფლებას თეა წულუკიანის გადაყენებისკენ მოუწოდებს.

საარჩევნო მარათონში მონაწილე ორი პოლიტიკური ძალის გარდა, პოლიტიკურ შეფასებებში ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი სამხედროებიც ერთვებიან, რომლებიც ოპოზიციის ბოლოდროინდელი გამოსვლების მიღმა ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ხედავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან