რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ვიშოგოროდში რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულია 42 მოქალაქე. ამის შესახებ განცხადება კიევის პოლიციის უფროსმა გააკეთა. დაზარალებულთა შორის ექვსი ბავშვია. დაზიანდა საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობა. გრძელდება რუსეთის დარტყმები სუმის მიმართულებით. სამიზნე რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები გახდა. გუშინ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეზე, კრივოი როგისა და დონეცკის ოლქებზე. დაიღუპა ორი ადამიანი.

უკრაინის გენშტაბში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ფარული მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება, თუმცა ვადებს არ ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, რუსი სამხედრო მეთაურები ემზადებიან დამატებითი ძალების შესაყვანად როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე ბელორუსშიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან