ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენა


ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრიორიტეტი მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის მოზიდვაა.

მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა.

მას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. 2012-2013 ის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 2013 წლიდან კი შპს “ვოიაჟერის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან