შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან

22.03.2023 01:54

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. განიხილეს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები. წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრესტურებს გაეცნენ. შეხვედრას სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ასევე სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: