უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები ადასტურებენ. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მირიან გოჩაძეა, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი იყო. მან საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და უკრაინაში წავიდა. ასევე დაკავებულია საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ ზანაძე. მესამე დაკავებული კი ლევან ხუციშვილია. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, სამი ნიღბიანი და შეიარაღებული მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა. სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოს...
ინტერნეტგამოცემა ლიდერი
უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან ორი შ...
Maestro Television
ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებ...
TV IMEDI
ყაჩაღობის ფაქტზე უკრაინაში 5 ქართველი დააკავეს
info rustavi
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემა...
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 22 სექტემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ხელისუფლება უნდა დაიძიროს! ყაჩაღების გუნდია, რომელიც ქვეყანა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ახალი ამბები, ტერაქტი, დაიღუპა 33 ჯარისკაცი.
Life News