უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ქართველები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ამასთან, როგორც კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი. 18 აგვისტოს ქ. კიევში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე. დაკავებულებისგან ამოიღეს ავტომატური იარაღი და პისტოლეტი. მირიან გოჩაძესთან და თენგიზ ზანაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ლევან ხუციშვილი. მირიან გოჩაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე. სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი (დეპარტამენტის დირექტორი). - თენგიზ ზანაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე. ლევან ხუციშვილი შსს ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან იყო სსდ-საქ. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი. უკრაინის პოლიციის ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო. Facebook: საინფორმაციო სააგენტო "ლიდერი" / newsagencyleader Web: http://lid.ge Original link: • Задержание банды иностранцев
ინტერნეტგამოცემა ლიდერი-ის სხვა ვიდეოები
03:28
სოსო შატბერაშვილი: ისინი გაერთიანდნენ მკვლელებისა...
01:22
კახა ძაგანია: თუ "ნაციონალები" განათლების სისტემას...
06:58
სოსო შატბერაშვილი: ფარული ჩაწერა და გავრცელება არი...
01:25
სოსო შატბერაშვილი: თუ გაინტერესებთ, რას აკეთებდა ჩ...
01:03
შსს პანკისში დაპირიპისრების კადრებს ავრცელებს
03:48
კახა ძაგანია ოპოზიციურ პარტიებს: "ნაცებთან" ერთად...
04:46
ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილი სააკაშვილთან ერთად...
00:13
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტ...
მსგავსი ვიდეოები
ლალი მოროშკინა მოლდოვის ტელევიზიაში:სააკაშვილის მიწვევით მიი...
ინტერნეტგამოცემა ლიდერი
პოლკოვნიკი, რადა-ს მე-8 მოწვევის დეპუტატი ანდრეი ტეტერუკი გა...
TV IMEDI
უკრაინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრე...
TV IMEDI
უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეომიმართვა
MULTIMEDIA GE
უკრაინელები საქართველოში. JAMnews ქართულად
JAMnews ქართულად
უკრაინაში, რუსეთის არმიამ სავაჭრო ცენტრს ჭურვი ესროლა
ბათუმელები / Batumelebi
ვითარება უკრაინაში - ომის 433-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა „მუდმივი ომის“ საფრთხის წინაშე / VOL 2.0
VOL 2.0