საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

06/16/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„პრეზიდენტმა გაიმეორა, ის რასაც, ამ ბოლო დროს, ხელისუფლებას ოპოზიცია ხშირად წამოაძახებს ხოლმე“
▪„ქალბატონ ზურაბიშვილს მინდა შევახსენო, რომ ის დრო, როდესაც მოსამართლეები პრეზიდენტის კაბინეტში დადიოდნენ, უკან მოვიტოვეთ“
▪„თუ სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიას კონკურენტად აღიქვამს, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვია - ჩვენ მას ნამდვილად არ ვეპაექრებით, ჩვენ ამ ქვეყნის მტრებს ვეპაექრებით და აუცილებლად დავამარცხებთ“
▪გიორგი ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხაზინის ქურდების, კაცის მკვლელების, მაროდიორებისა და ყაჩაღების ხელიდან რაიმე სიკეთეს როგორ უნდა ველოდო?“
▪„ქალბატონ სამადაშვილს შანსი ვერასდროს ექნება, ნერვები დაიოკოს“
▪გიორგი ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: 2008 წლის აგვისტოს გადარიცხვები მაინტერესებს, რუსეთის ხაზინის გავლით რუბლებს თუ იღებდა“
▪„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შემოსავლის წყარო რუსეთიდან მუდმივი გადმორიცხვები ყოფილა და, არცერთმა ე.წ. მიუმხრობელმა არხმა ეს მოვლენა არ გააშუქა, თემა მიჩქმალეს - ეს ამბავი უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ ხაბეიშვილმა რა წამოაყრანტალა?“
▪„ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რუსეთს შეგვატოვეს - რაც საქართველოსა და უკრაინაში მოხდა, ევროპის ბრალიცაა“
▪„ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, პარტნიორებს და არა - მტრებს; ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რის გაკეთებაც შეგვეძლო“
▪გიორგი ცაგარეიშვილი მაკრონის განცხადებაზე: დღეს, როდესაც გვეუბნებიან, რომ სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ, ეს მაშინ არ გაახსენდათ, როდესაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი სამხედრო კონტინგენტი გავგზავნეთ და ევროკავშირის სამხედრო მისიაში ვმონაწილეობდით?! ამ სამხედრო მისიის ხელმძღვანელი საფრანგეთია. როცა ჩვენი ცოცხალი ძალა სჭირდებათ, მაშინ არის კარგი ქართველი ჯარისკაცი?!“
▪საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022