წყარიშ დიდა - წყლის დედა

07/30/2017
Radio Atinati-ის მიერ

მეგრულ მითებსა და თქმულებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წყარიშ დიდას ანუ წყლის დედას.

ეს დაახლოებით უდრის მეფე წყლებისა. თუ უფრო შორს გავწევთ თვალთახედვის ჰორიზონტს ახლოს დგას ბერძნული მითოლოგიის ნიმფასთან. მეგრული მითების დემონურ არსებას წყარიშ დიდას გამოჩენა უყვარს, როცა მთვარიანი საღამო დგება, ცა ვარსკვლავებით დაიხუნძლება. ასეთ დროს წყლიდან მკაფიოდ გამოკრთის ულამაზესი ქალის სახე. ის მდინარის შუაგულში პირაღმაა ჩაწოლილი და როდესაც ცხენოსანი მგზავრი გაივლის მის სიახლოვეს აღვირში ხელს ავლებს და თავისკენ, წყლის სიღრმეში ჩაითრევს.

წარსულის ნისლებში გახვეული მეგრული ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება გადაცემათა ახალი ციკლი ზაალ ჯალაღონიას ავტორობით.

გვისმინეთ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 09:30 - ზე, მოგვაწოდეთ საინტერესო მასალები.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან