თანამშრომლობა კულტურის სფეროში

11/29/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

28 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კულტურის სამინისტროში გაიმართა მეორე მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „თანაშრომლობა კულტურის სფეროში: სამომავლო გეგმები\".

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კულტურულ ინსტიტუციებსა და სხვადასხვა ფონდებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, მომავალი თანამშრომლობის გზებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების კულტურის ატაშეები, საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პირველი მრგვალი მაგიდა მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 21 ნოემბერს, საქართველოს ქალაქების ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან