რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ სამი საავიაციო და 57 სარაკეტო იერიში განახორციელეს, ასევე უკრაინის არმიის პოზიციებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 69-ჯერ გახსნეს ცეცხლი, სარაკეტო იერიშების დროს რუსებმა „ეს 300“ და „ეს 400“ საზენიტო სისტემები გამოიყენეს. თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიის ორი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ცხრა ზონა, საბრძოლო მასალის საცავი და ელექტრონული ომის სისტემა დაბომბეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან