ზუგდიდის ტექნოპარკში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე ხმაური ანი წითლიძის კითხვებს მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დაინტერესდა, თუ სად იყო ქვარაია, როცა გარემოვაჭრეებმა არაერთხელ ითხოვეს მასთან შეხვედრა.
,,სად იყავით, როცა საკრებულომ სასწრაფოდ მიიღო გარევაჭრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და სად ხართ, როცა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს ზუგდიდს?! თქვენ ვერ ამართლებთ იმ ადამიანების იმედებს, ვინც მოგცათ ხმა’’,- უთხრა წითლიძემ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს.გარდა ამისა, საკრებულოს წევრმა ქვარაიას კითხვები ქვაფენილების დამგები 70 მუშის სახელფასო დავალიანების შესახებაც დაუსვა, რაზედაც მაჟორიტარმა უპასუხა რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა და დეპუტატი პროკურატურის საქმიანობაში არ ჩაერევა.
რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, ქვარაია ამბობს, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო და თავადაც ჩართულია მათ მოგვარებაში.
\"ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც გარე, ასევე, შიდა მოვაჭრეების ინტერესები და ხისტი პოლიტიკის გატარება აუცილებელი არ არის\", - აღნიშნა ქვარაიამ.
ანი წითლიძე დევნილების საკითხითაც დაინტერესდა, რაზედაც ქვარაიმ უპასუხა, რომ ეტაპობრივად საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.წითლიძის თქმით, მან დასმულ კითვებზე პასუხი ვერ მიიღო და ქვარაიას დემაგოგი უწოდა. სწორედ მის ამ რეპლიკას გამო დაუპირისპირდენ საკრებულოს დეპუტატს შეკრებილები. მათი ნაწილის თქმით, აღნიშნული კითხვები მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ არარელევანტური იყო. წითლიძემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
,,მერაბ ქვარაია ანგარიშს აბარებს არა ხალხს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებს’’- თქვა ჟურნალისტებთან წითლიძემ.
პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიში გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. ქვარაიამ, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/