ჯანდაცვის რეფორმის პრეზენტაცია


საავადმყოფოების დაფინანსების სისტემა იცვლება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იმ რეფორმებს შორის, რომლებიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა.

დაანონსებული გეგმის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველა კლინიკაში სერვისების ტარიფები გათანაბრდება. ანუ კონკრეტული ქირურგიული ჩარევის თუ სხვა მომსახურების ფასი ნებისმიერ საავადმყოფოში ერთი და იგივე იქნება.

რეფორმა მედიკამენტების ფასების დარეგულირებასაც გულისხმობს. უწყების პირველმა პირმა დღეს სფეროში ახალი ტექნოლოგიის დანერგვაც დააანონსა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან