ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება

18.09.2022 01:38

„სანქციები უკვე მოქმედებს რუსეთზე, რადგან მან რუსეთის უნარს დაარტყა, აწარმოოს მოწინავე იარაღი“- ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. თუმცა, რობ ბაუერმა დაამატა ისიც, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის წარმოება. ბაუერის თქმით, რუსი სამხედროების 85% უკვე იბრძვის და რუსეთი სამხედრო ძალის გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან ამისთვის საყოველთაო მობილიზაციის და ომის გამოცხადებაა საჭირო. ბაუერი განმარტავს, რომ ახალი საბრძოლო შენაერთები, რომლებიც უკრაინაში იგზავნებიან, ნაკლებად მომზადებული არიან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატო უკრაინის დახმარებას იქამდე გააგრძელებს, სანამ საჭირო იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო