„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა


დღესვე ცნობილი გახდა, რომ  დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას მისი ადვოკატი ადასტურებს.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ნიკოლიშვილს, ძალადობის შედეგად, საკმაოდ მკვეთრი ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული. ის ჯერ კიდევ კლინიკაშია, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაზარალებულის ადვოკატისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც გიორგი ნიკოლიშვილზე იძალადეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან