შეკვეთილში აქციის მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა

07.07.2019 00:29

შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ შიმშილობა შეწყვიტა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. აქციის დროს ის რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.  შეკვეთილში  ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-13 დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. მასში თავდაპირველად სამი პირი მონაწილეობდა. მოშიმშილეებს კარავი აქვთ გაშლილი. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: