აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან

23.11.2019 00:42

„დაბოქლომების“ აქცია გაიმართა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ადგილზე მისულ აქტივისტებს სამართალდამცველები დახვდნენ. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შესასვლელთან მაინც დაადეს. ისინი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩაშლას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: