დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქციების საორგანიზაციო საკითხები „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსი უფლებადამცველისა და ბლოგერის, მარკ ფეიგინის მიერ 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციას საქართველოშიც უერთდებიან და აქციები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციიასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება. ხაბეიშვილის ამ განცხადებას პარტია განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს მშვიდობის ხიდზე გაიმართება, ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა ორი, არამედ - რვა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების თანახმად, რვა ლოკაციიდან სამის – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს. „პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV 25
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster