საქართველოს პირველი არხის განცხადება


საქართველოს პირველი არხი მზადაა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს დებატებისთვის საეთერო დრო დაუთმოს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ტური 16 ოლქში 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს, საქართველოს პირველი არხი სთავაზობს დებატების წარმართვას საერთაშორისო სტანდარტით, თანაბარ პირობებს და დროს ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვის, პოზიციების გასაცნობად.

დებატების ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ წინასწარ, პროექტში მონაწილეობის დადასტურებისთანავე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან