პრეზიდენტის ინიციატივის განხილვა

18.01.2020 01:01

სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების ინიციტივით გამოდის. პრეზიდენტი საკითხზე სასაუბროდ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა. ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინიციატივას, რომელიც ჩვენს იდენტობას კარგად წარმოაჩენს, მიესალმება. ინფორმაციას პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო