ოპოზიცია პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვას ითხოვს
შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა. პარლამენტის თავმჯდომარე „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვას არ აპირებს. გუშინდელი ზეპირი განცხადებების შემდეგ „ლელომ“ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა და მოუწოდა, რომ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტს მოუსმინოს. მმართველი პარტია უარს რეგლამენტით და იმ არგუმენტით ხსნის, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ასევე ახსენებს, რომ უკრაინის ელჩი ამ დრომდე კონსულტაციებისთვისაა გაწვეული და დიპლომატიური მისიის შესრულება ამ დრომდე არ განუახლებია. ხელისუფლებისთვის საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ინიციატივის წამოყენებიდან მალევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პრეზიდენტის აპარატთან მოლაპარაკებები აქვთ და ზელენსკი ვიდეომიმართვაზე თანახმაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება -პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია პარლამენტში
TV IMEDI
ოპოზიცია პარლამენტში - რა იცვლება პოლიტიკურ პროცესებში #თავი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია პარლამენტში პლენარულ სხდომაზე შსს მინისტრის მისვლას...
მთავარი ამბები
ოპოზიცია პარლამენტში არ შედის
TV IMEDI
ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
TV Pirveli
ოპოზიცია პარლამენტში შევიდა 27 04 21
მეცხრე ტალღა
ოპოზიცია პარლამენტში ნდობის ჯგუფის მოწვევას ითხოვს
ტვ პირველი • TV Pirveli