"განახლებული რეგიონების" პროგრამის მიმდინარეობა რუსთავში

18.12.2021 01:39

რუსთავში პროგრამა ,,განახლებული რეგიონებით“ დაფინანსებული პროექტები აქტიურ ფაზაშია “განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს - პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა რუსთავში მეგობრობის გამზირის და მერიის მიმდებარედ მოედნის რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად, განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. #ინფრასტრუქტურა2021 #ქვემოქართლი2021 #რუსთავი2021

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"განახლებული რეგიონების\" პროგრამის მიმდინარეობა რუსთავში
03:02

"განახლებული რეგიონების" პროგრამის მიმდინარეობა რუსთავში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

\"განახლებული რეგიონების\" პროგრამის მიმდინარეობა რუსთავში
01:38

"განახლებული რეგიონების" პროგრამის მიმდინარეობა რუსთავში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

პროგრამა „განახლებული რეგიონები“
01:09

პროგრამა „განახლებული რეგიონები“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განახლებული რეგიონების პროგრამის მიმდინარეობა გარდაბანში
01:48

განახლებული რეგიონების პროგრამის მიმდინარეობა გარდაბანში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01:37

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ქუჩი...

გაზეთი ბოლნისი

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სენაკში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
00:44

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სენაკში ცენტრალ...

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ახმეტაში
02:37

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრა...

Georgian Government

პროგრამის \"განახლებული რეგიონების\" ფარგლებში აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
03:35

პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში აჭარის რეგიონში...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ყველა ვიდეო