სარეაბილიტაციო სამუშაოები მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში

06.07.2024 01:39

მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებთან და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, შენარჩუნდა შენობის ისტორიული ნაწილი და კვლევისას აღმოჩენილი ავთენტური კედლები. ჩატარდა შენობის გამაგრების სამუშაოები; მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი; შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები; დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო