საცობების პრობლემა ბათუმში
თუ ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე დააპირებთ ავტომანქანით მგზავრობას, მოგიწევთ გაითვალისწინოთ, რომ სულ რაღაც რვა კილომეტრის გავლას, შესაძლოა 2-3 საათიც კი დასჭირდეს. მიზეზი საცობია, რომელიც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, განსაკუთრებით პიკის საათებში იქმნება. გამზირი ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილია და იგი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტსა და ხელვაჩაურს ბათუმთან აკავშირებს. შემოვლითი გზა არ არსებობს, სწორედ ამიტომ ის მუდმივად გადატვირთულია, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოებმა მოსახლეობას გარკვეულწილად დისკომფორტი მართლაც შეუქმნა, თუმცა გზის რეაბილიტაციის შემდეგ, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს, მოძრაობა მნიშვნელოვნად მოწესრიგდება. მერაბ წულუკიძის და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საცობების პრობლემა თბილისში და ახალი ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საცობების პრობლემა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საცობების პრობლემა და სატრანსპორტო პოლიტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარეაბილიტაციო სამუშაოები თამარ მეფის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საცობები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაკურიანის შემოვლით გზის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster