საცობები თბილისში


პრობლემა, რომელიც ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

საცობები დედაქალაქის ყოველდღიურობად იქცა. სულ უფრო იზრდება უკმაყოფილო მოქალაქეების და მძღოლების რაოდენობა. როგორ უნდა განიტვირთოს ყველაზე გადატვირთული უბნები - სპეციალისტები მერიას ცალკეულ მონაკვეთებზე კვლევის ჩატარებას და პრობლემის გადაჭრის ხედვის შემუშავებას სთავაზობენ. ცალკე გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მგზავრების დიდი ნაწილი ავტობუსების არასაკმარის რაოდენობაზე და მოცდის დიდ ინტერვალზე წუხს. ვერ კონტროლდება პირბადეების ტარების რეგულაციაც. აფთიაქებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ნიღბების ტარების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შენარჩუნდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან