რუსთავში წყალმომარაგების ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულდა


რუსთავში წყალმომარაგების ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულდა.

„რუსთავის წყალმა“  ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მასშტაბური პროექტი დაასრულა, რომელშიც კომპანიამ 600,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ რუსთავის მკვებავი წყალმომარაგების 1 კმ სიგრძის მაგისტრალური მილი შეიცვალა.

პროექტის ბოლო ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია დღეს, 9 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან დაიწყებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან