ახალი კომუნალური ტარიფები
შეცვლილი ტარიფები. პირველი იანვრიდან მოქალაქეებისა და კერძო სექტორისთვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადები იზრდება. სემეკ-მა შესაბამისი კომპანიების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის გამოც კომპანიები უკმაყოფილოები არიან. თუმცა, მთავრობა მოსახლეობის უმეტესობასა და კვების მრეწველობას ელექტროენერგიის ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს, ანალოგიური შეღავათით ისარგებლებენ წყლის გადასახადის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებიც. გაზრდილი ხარჯები, ფინანსური კრიზისი და საინვესტიციო პროექტების შემცირება - ამ არგუმენტებით ამყარებდნენ საკუთარ მოთხოვნას ენერგოკომპანიები, რომლებიც 2017 წელს დადგენილი ტარიფის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ელექტრომომარაგების რისკის ქვეშ დადგომას ვარაუდობდნენ. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს, „ჯივიპის“ აბონენტებისთვის თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ტარიფი გაიზარდა როგორც გამრიცხველიანებული, ისე იმ აბონენტებისთვის, ვინც წყლის საფასურს სულადობის მიხედვით იხდის. თუმცა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, განხორციელებული პროექტების ფონზე, ტარიფის კიდევ უფრო ზრდას ელოდა, შესაბამისად, კომპანიაში არ გამორიცხავენ, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. დეკემბერში მიღებული ცვლილების თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს უკვე ხუთი წლის ვადით ადგენს. წყალმომარაგების ტარიფს, კი ისევ სამი წლით განსაზღვრავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#ბიზნესსიახლეები bm.ge-სგან / 18.01.2024
Business Media Georgia
#ბიზნესსიახლეები bm.ge-სგან / 19.01.2024
Business Media Georgia
ახალი სერვისი კომუნალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გა...
Ajara TV
სემეკის ახალი პროექტი კომუნალური მომსახურების შესახებ - *303...
TV IMEDI
„კომუნალური მეურნეობის" თანამშრომლები ახალი უნიფორმებით იქნე...
გაზეთი ბოლნისი
სემეკის ახალი პლატფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლეიბორისტების“ სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის გადაწყვეტილება - სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster