სუნთქვითი სივცის სამ საფეხუარიანი პრაქტიკა


Mindfulness meditation with 3 minutes of breathing space.

3 საფეხურიანი სუნთქვითი სივრცის პრაქტიკა მოკლე მედიტაციაა, რომელიც გვეხმარება გამოვიდეთ ავტოპილოტიდან და დავბრუნდეთ მოცემულ, ამჟამინდელ მომენტში.

ეს პრაქტიკა შეიძლება იყოს სასარგებლო ნეგატიური აზრების, ემოციების, ასევე რთული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში. პრაქტიკა ეხება ყურადღების ცვლილებას, გადატანას კონკრეტული საფეხურებით და გვეხმარება გავთავისუფლდეთ ზოგიერთი ავტომატური რუტინისგან. 3 წუთის განმავლობაში ყურადღებას ვაფართოვებთ, ვავიწროვებთ და კვლავ ვაფართოვებთ.

• პირველი ნაბიჯი - შემჩნევა - გამოკვლევა რა არის აქ და ახლა; გამოცდილებაზე დაკვირვება შეფასების, კრიტიკის და ცვლილების გარეშე ხდება.

• მეორე ნაბიჯი - სუნთქვაზე ფოკუსირება - ყურადღების დავიწროვება სხეულში არსებულ დამიწერების/ღუზის წერტილზე მიმდინარეობს (სუნთქვა, ფეხები, ხელები, მუცელი) და ვაკვირდებით მხოლოდ შეგრძნებებს.

• მესამე ნაბიჯი - სხეულზე დაკვირვება - ყურადღების კვლავ გაფართოვება ხდება, სხეულის მთლიანობაში აღმა და ნებისმიერ შეგრძნებაზე დაკვირება.


3 საფეხურიანი სუნთქვითი სივრცის პრაქტიკა წარმოადგენს MBCT, მაინდფულნესზე დაფუძნებული კოგნიტურ ბიჰევიორალური პროგრამის ნაწილს.


#თვითზრუნვა #ფსიქიკურიჯანმრთელობა #ფსიქიკურიკეთილდღეობა #გაცნობიერებისპრაქტიკები #MBCT
Self-care | Observation | Openness | Mindfulness | MBCT |

ვიდეოები „გაცნობიერების (Mindfulness) პრაქტიკები"-ისგან