„ქართული ოცნების“ შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც. მათი განცხადებით, არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად ამერიკის საელჩოს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ცვლილებების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის შესრულება და პრევენციული ზომების გატარება იყო, კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მასში ნათქვამია: „ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. გუშინ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდა და 4 500 ლარამდე გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობის, სამართალდამცველს მიმართ დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კასიანოვის სკანდალური ბრალდება - „ქართული ოცნების“ შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციები თბილისში - „ქართული ოცნების“ შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციები თბილისში - „ქართული ოცნების“ შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს -...
TV მონიტორინგი
LIVE - "ღამის კურიერი" - სპეციალური გამოშვება
ღამის კურიერი - ოპოზიციის უარი მეორე ტურზე და მოლაპარაკებები...
ვიოლა ფონ კრამონმა პარტიებთან შეხვედრები დაასრულა
TV IMEDI
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი აღარ არის
TV IMEDI