ნატო-ს გენერალური მდივანი თურქეთში ჩავიდა


ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილთათვის დროებით თავშესაფრებს აწყობს. „თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ნატო-ს დაფუძნებიდან ალიანსის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა. ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა თურქეთს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რაც შეიძლება მალე რატიფიცირებისკენ. სტოლტენბერგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ ერდოღანს და გაემგზავრება სტიქიის ზონაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან