მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

20.07.2021 03:39

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ ამ დღეს მუსლიმები ოჯახში საკლავს კლავენ და უპოვრებს, ასევე ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩევლად უნაწილებენ. ქველმოქმედების იდეის, ბედნიერების და სიყვარულის დღესასწაულის ზეიმი სამ დღეს გაგრძელდება. მუსლიმური კალენდრის მთავარი დღესასწაული რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ვნახოთ მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი ბათუმის ორთაჯამიდან.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: