ყურბან-ბაირამის დღესასწაული
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს - ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან ბაირამის დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ. საზეიმო ლოცვა თბილისის მეჩეთში ექვს საათზე დაიწყო. ყურბან ბაირამის შემადგენელი რიტუალია საკლავის დაკვლა. ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს გადაეცემა, ერთი - მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს - ოჯახში იტოვებენ. მუსლიმთა უდიდესი დღესასწაული სამ დღეს გაგრძელდება. დღესასწაულისადმი მიძღვნილ საყოველთაო ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. სიმრავლის გამო, წელსაც მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა. ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების დღესასწაულია, ამ დღეს მორწმუნეები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებს მოინახულებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ყურბან-ბაირამის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყურბან-ბაირამის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყურბან-ბაირამის დღესასწაული 2018 - პირველი არხი
რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტო
ყურბან-ბაირამის დღესასწაული 2018 - იმედი TV
რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტო
დღეს ყურბან-ბაირამი აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შავღელეში ყურბან ბაირამის დღესასწაული იზეიმეს 2017
Irakli Shonia
პრემიერმა მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster