მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

09.07.2022 01:56

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს - ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველი მუსლიმები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ხალხმრავლობის გამო, მრევლის ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა. ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველს სწირავენ. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებზე გადიან. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: