„ჰუმან რაითს ვოჩის“ ყოველწლიური ანგარიში
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 2019 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ვკითხულობთ. ავტორები წერენ, რომ გასული წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობითა და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. ანგარიშში წერია, რომ ივნისში დაწყებული გამოსვლებისას ხელისუფლებამ „არაპროპორციული ძალა გამოიყენა“, შედეგად კი „მრავალი ადამიანი დაშავდა.“ ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები. ანგარიშში წერია მედიის თავისუფლების კუთხით 2019 წელს არსებული ვითარების შესახებაც და ვკითხულობთ, რომ არსებობს მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე. ამ კონტექსტში ნახსენებია „რუსთავი 2“-სა და „ტვ პირველის“ საქმეები. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავების დაუსჯელობის შემთხვევებზე, ასევე, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჰუმან რაითს ვოჩის" ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჰუმან რაითს ვოჩის" წლიური ანგარიში.
Open Society Foundation
ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიში
TV IMEDI
„მოამბე“ 12 საათზე, 13 აგვისტო, 2018 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოეთის აგენტების კანონის მიღება რუსეთში, პარალელები საქართ...
ამერიკის ხმა