„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მასში საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში მიმოხილულია გასული წლის მოვლენები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია არაერთგვაროვანი რჩებოდა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით დაძაბულობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სცადა „უცხოური აგენტის“ შესახებ კანონის მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას გამოუთხრიდა ძირს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა კვლავ შენარჩუნებული იყო. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და თავდასხმებს, ასევე უსამართლო შრომით პირობებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა სტრატეგიამ არ მოიცვა ლგბტ პირების უფლებები. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წელს აღნიშნეს პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა. ასევე ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარასა და თავდასხმას ჰქონდა ადგილი. ამასთან, Human Rights Watch-ის ანგარიში პარლამენტის მიერ მიღებულ მედიის აკრედიტაციის წესსაც ეხება. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ რიგით 34-ე ყოველწლიური ანგარიში აჯამებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2023 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ის ასახავს ინტენსიურ საგამოძიებო სამუშაოს, რომელიც წლის განმავლობაში „ჰიუმან რაითს ვოჩის“ თანამშრომლებმა შეასრულეს, ხშირად ადგილობრივ უფლებადამცველ აქტივისტებთან მჭიდრო პარტნიორობით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ბიზნესპარტნიორი პორტებში საკონტეინერო ტვირთბრუნვა 42.7%-ით...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
„ჰუმან რაითს ვოჩის“ ყოველწლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჰუმან რაითს ვოჩის" ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიში
TV IMEDI
„მოამბე“ 12 საათზე, 13 აგვისტო, 2018 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჰუმან რაითს ვოჩის" წლიური ანგარიში.
Open Society Foundation
შეფასებები „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster