საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ჰუმან რაითს ვოჩი“ და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სამედიცინო ჩვენებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს გადახედონ. ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი წერილით მიმართავენ. „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება გაუთანაბრდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართულად უარის თქმის შედეგად, პატიმრობაში მყოფის სიკვდილი არის სიცოცხლის უკანონო აღკვეთა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ჩვენებით“, – აცხადებს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი. „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, მაშინ როდესაც განკურნებადი მდგომარეობა ტრაგიკულად ფატალური ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის ჰუმანიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა შეძლოს. მათ უნდა დაიწყონ ისეთი სამკურნალო საშუალებების მიწოდება, რომლებიც უზრუნველყოფენ დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენა არ შეუძლია“, – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჰიუ უილიამსონი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო სექტორის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადვოკატთა ნაწილის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოჯახო ტიპის სახლები შშმ პირებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster