ადვოკატთა ნაწილის მოთხოვნა

14.04.2022 01:00

მიკერძოებული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ - განცხადება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა. ზაზა ხატიაშვილის თქმით, მოსამართლეები მათ ამცირებენ და არ ეძლევათ შესაძლებლობა პროცესებზე დააყენონ შუამდგომლობა, რის გამოც, დარღვეულია მხარეთა თანასწორობის პრინციპი. დაგეგმილია 500-მდე ხელმოწერის შეგროვება, რის შემდეგაც, მიმართვა ადვოკატთა ასოციაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნებათ. როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, მსგავსი დამოკიდებულების გაგრძელების შემთხვევაში, გაიმართება ფართო მასშტაბიანი აქციები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: